Saturday, September 23, 2017

პროექტის სასწავლო მიზნები

1. მოსწავლეები შეძლებენ ინტერნეტის საშუალებით მოიძიონ ინფორმაცია და უფრო ღრმად შეისწავლონ  რელიგიები;

2. შეძლებენ მოახდინონ ჩვენს რაიონში მცხოვრები ეროვნებების კლასიფიკაცია რელიგიების მიხედვით. აწარმოონ  სხვადასხვა აღმსარებლობის მოსახლეობის გამოკითხვა,  ჩაუღრმავდნენ და გაანალიზონ მათი ცხოვრების წესი;

3. შეძლებენ შეადარონ განსხვავებული რელიგიური მრწამსის მქონე ადამიანების შეხედულებები სხვადასხვა თემაზე, მტკიცედ ჩამოაყალიბონ მათი შეხედულებების თანხვედრა და განსხვავებულობა.

4. იმსჯელონ მოსალოდნელი საფრთხეების  პრევენციაზე და თავიდან აცილების გზებზე;

5. სკოლაში მოაწყონ მიზნობრივი პრეზენტაცია, რომელსაც დაესწრებიან სხვა სკოლებიდან სტუმრად მოწვეული სხვადასხვა აღმსარებლობის მოსწავლეებიც, ისაუბრონ ერთმანეთის მიმართ ტოლერანტობის მნიშვნელობაზე, რომელზეც დამოკიდებული იქნება მათი მშვიდ გარემოში თანაცხოვრება.









































Sunday, September 17, 2017

მე-3 დღის რეფლექსია

ტრენინგის მესამე დღე საკმაოდ საინტერესო იყო. წარმოვადგინეთ საშინაო დავალებები და მივიღეთ რჩევები ტრენერისგან. ვიმსჯელეთ, თუ როგორ უნდა დავაინტერესოთ მოსწავლე საკვანძო კითხვებით, როგორია თემატური და შინაარსობრივი კითხვა. ტრენინგი საინტერესოც იყო სახალისოც, თუმცა დამთავრებისთანავე დაღლაც ვიგრძენი.უღრმესი მადლობა ქალბატონ ლალის ასეთი საინტერესო ტრენინგების ჩატარებისთვის.

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

ზოგადი კითხვა: -- რა ვიცით მსოფლიო  რელიგიების შესახებ?


თემატური კითხვები: --  1. რა მიზეზი განაპირობებს რელიგიურ ნიადაგზე აღმოცენებულ                                                 საფრთხეებს?
                                             2. როგორ მივაღწიოთ ტოლერანტობას სხვადასხვა რელიგიური                                                    მრწამსის მქონე მოსწავლეებში?

შინაარსობრივი კითხვები:-- 1. რას ქადაგებს ქრისტიანული რელიგია?

                                                     2. რას ქადაგებს ისლამი?

Sunday, September 10, 2017

მეორე დღის რეფლექსია


შევისწავლე ბლოგის შექმნა. გუგლდრაივში შევქმენით ელექტრონული პორთფოლიო,გავეცანით ჩვენი კოლეგების პორთფოლიოში განთავსებულ  ნამუშევრებს (პროექტების ნიმუშებს)ვიმსჯელეთ თუ როგორ უნდა ვაქციოთ ახალი იდეა პროექტად.რა უნდა გავითვალისწინოთ პროექტის განხორციელებისას. . ტრენინგი საშუალებას მომცემს დამატებითი კითხვების შემთხვევაში დავეხმარო მასწავლებლებს პროექტების საკუთარ ბლოგებზე განთავსებაში.

პროექტის იდეა

   " რელიგიური თანაცხოვრება სკოლაში":   21-ე საუკუნეში ხშირად ვხვდებით რელიგიურ ნიადაგზე წარმოშობილ პრობლემებს. დღეს, როგორც არასდროს, ძალიან აქტუალურია ადამიანს შესწევდეს უნარი იყოს ტოლერანტული განსხვავებული რელიგიური მრწამსის მქონე ადამიანების მიმართ. პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გამოიკვლევენ და უფრო ღრმად გაეცნობიან სხვადასხვა რელიგიებს. გაანალიზებენ მათ შორის განსხვავებას და მსგავსებას. იმსჯელებენ სკოლაში სხვადასხვა რელიგიური მრწამსის მოსწავლეთა თანაცხოვრებაზე და მიაგნებენ ოქროს შუალედს - რომელსაც ჰქვია უნარი იყვნენ ტოლერანტულები განსხვავებული რელიგიური მრწამსის და აზრის ადამიანების მიმართ.