Thursday, October 5, 2017

მე-5 დღის რეფლექსია

დამთავრდა ტრენინგის მე-5 დღე. გავეცანით შეფასების რუბრიკას, რომელიც უნდა მოვარგოთ ჩვენს პროექტს, ვისწავლეთ, როგორ ავაწყოთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი(პრეზენტაცია)  მივიღეთ შესაბამისი დავალებები. მადლობა დიდი...










მე-4 დღის რეფლექსია


დღევანდელმა დღემ კიდევ უფრო საინტერესოდ ჩაიარა. შესავალ ნაწილში განვიხილეთ საშინაო დავალებები... მივიღეთ უკუკავშირები... ვიმუშავეთ შეფასების სტრატეგიებზე. შევავსეთ დროის ჩარჩო. ვისწავლეთ ახალი გვერდების დამატება. მადლობა ამ ყველაფრისთვის ჩვენს საყვარელ ტრენერს ქალბატონ ლალის.

Saturday, September 23, 2017

პროექტის სასწავლო მიზნები

1. მოსწავლეები შეძლებენ ინტერნეტის საშუალებით მოიძიონ ინფორმაცია და უფრო ღრმად შეისწავლონ  რელიგიები;

2. შეძლებენ მოახდინონ ჩვენს რაიონში მცხოვრები ეროვნებების კლასიფიკაცია რელიგიების მიხედვით. აწარმოონ  სხვადასხვა აღმსარებლობის მოსახლეობის გამოკითხვა,  ჩაუღრმავდნენ და გაანალიზონ მათი ცხოვრების წესი;

3. შეძლებენ შეადარონ განსხვავებული რელიგიური მრწამსის მქონე ადამიანების შეხედულებები სხვადასხვა თემაზე, მტკიცედ ჩამოაყალიბონ მათი შეხედულებების თანხვედრა და განსხვავებულობა.

4. იმსჯელონ მოსალოდნელი საფრთხეების  პრევენციაზე და თავიდან აცილების გზებზე;

5. სკოლაში მოაწყონ მიზნობრივი პრეზენტაცია, რომელსაც დაესწრებიან სხვა სკოლებიდან სტუმრად მოწვეული სხვადასხვა აღმსარებლობის მოსწავლეებიც, ისაუბრონ ერთმანეთის მიმართ ტოლერანტობის მნიშვნელობაზე, რომელზეც დამოკიდებული იქნება მათი მშვიდ გარემოში თანაცხოვრება.









































Sunday, September 17, 2017

მე-3 დღის რეფლექსია

ტრენინგის მესამე დღე საკმაოდ საინტერესო იყო. წარმოვადგინეთ საშინაო დავალებები და მივიღეთ რჩევები ტრენერისგან. ვიმსჯელეთ, თუ როგორ უნდა დავაინტერესოთ მოსწავლე საკვანძო კითხვებით, როგორია თემატური და შინაარსობრივი კითხვა. ტრენინგი საინტერესოც იყო სახალისოც, თუმცა დამთავრებისთანავე დაღლაც ვიგრძენი.უღრმესი მადლობა ქალბატონ ლალის ასეთი საინტერესო ტრენინგების ჩატარებისთვის.